“აივნიდან გადახტომა და ვენების გადაჭრა სცადა” – შემზარავი ამბავი, ნახეთ რის გამო სცადა თვითმკვლელობა 13 წლის მოზარდმა

0

სუიციდის მცდელობა პოლიციის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შემდეგ – ტყიბულში მცხოვრები 13 წლის მოზარდი სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი გახდა.
ოჯახის ინფორმაციით, გამოძახებაზე მოსულმა გამომძიებელმა ქალმა არასრულწლოვანი დააბულინგა და ხელიც ჰკრა. ბავშვმა ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

loading...

არასრულწლოვნის მშობლები პოლიციელის დასჯას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, მოზარდის ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილებაში შეჭრას ცდილობდნენ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ოჯახი აცხადებს, რომ პოლიციელს სამმართველოს უფროსი მფარველობს.

ეკა ისაკაძემ, გამომძიებელმა, იძალადა ბავშვზე, როგორც ფსიქოლოგიურად ისე მორალურად. ისაკაძე ეუბნებოდა, შენ რომ ჩემი შვილი იყო, გაგგლიჯავდი შუაზეო. ბავშვმა სცადა თვითმკვლელობა, ჯერ აივნიდან გადახტომა, შემდეგ ტუალეტში ჩაიკეტა და უნდოდა ხელების გადაჭრა. ვეხვეწეთ, რომ რამე არ ჩაედინა, – ამბობს მოზარდის დედა ბელა ასატუროვა.

ადვოკატის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა მისი თქმით, ამ თანამშრომელს ტყიბულის პოლიციიის უფროსი მფარველობს, რომელმაც ოჯახს დაწერილი განცხადების უკან გატანა მოსთხოვა.

ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი, რომ დაისაჯოს უმკაცრესად პოლიციის აღნიშნული თანამშრომელი, რადგან ის სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას 13 წლის მოზარდზე, – ამბობს ადვოკატი ლევან ჭელიძე.

თავად გამომძიებელი, ეკა ისაკაძე ბრალდებებს უარყოფს. ისაკაძე ამ დრომდე პოლიციაში მუშაობს და ამბობს, რომ გამოძიების ყველა კითხვაზე საპასუხოდ მზად არის.

“თუკი ვინმეს რაიმე კითხვა იქნება, ყველა შესაბამის ორგანოს გავცემ პასუხს. კარგად ბრძანდებოდეთ, ასეთი ფაქტი არ ყოფილა, – ამბობს ისაკაძე.
საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებს.

loading...
Share.