აი ვინ არის შაქარაშვილის საქმის ახალი მონაწილე საქმეზე გამოკითხვები გრძელდება

0

ვინ არის კაკი ჩქარეული, ვინც ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად მივიდა, რომლის გამოჩენასაც კონფლიქტი მოჰყვა და მისი დაკითხვის ოქმი ამ დრომდე შაქარაშვილის საქმის მასალებში არ დევს – შინაგან საქმეთა სამინისტროში შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება.
“მთავარმა არხმა” გაარკვია, რომ აკაკი ჩქარეული იგივე აკაკი ქვრივიშვილია, რომელიც “ტოიოტა” “ქამრის” მგზავრია. ამასთან დაკავშირებით განმარტება ანა გაბეჩავას ადვოკატმა გააკეთა. ლიკა ბითაძის ინფორმაციით, ის უკვე დაკავებულია.
რაც შეეხება კაკი ჩქარეულს, ის ამ სახელით მხოლოდ სოციალურ ქსელშია დარეგისტრირებული. სწორედ ამიტომ იყო მთელი დღის განმავლობაში გაურკვეველი, რა კავშირში იყო შაქარაშვილის საქმესთან ეს სახელი და გვარი.

loading...

ანა გაბეჩავას ადვოკატის თქმით, აკაკი ჩქარეული, იგივე აკაკი ქვრივიშვილი, დაბადების დღეზე ვახტანგ ჩიქოვანმა მიიყვანა და “ტოიოტა” “ქამრის” ეპიზოდში, როდესაც თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებს, ისიც ფიგურირებს.

მთელი დღის განმავლობაში, საქმის სხვა ადვოკატებისთვისაც უცნობი იყო, ვინ არის კაკი ჩქარეული. ადვოკატები დღეს იმყოფებოდნენ საგამოძიებო უწყებაში, რომ საქმის მასალები და ახალი ტომები წამოეღოთ.

იუბილარის უფლებადამცველის ინფორმაციით, ანა გაბეჩავა საგამოძიებო უწყებაში ხვალაც არის დაბარებული. როგორც დაცვის მხარეს უთხრეს, ხვალ ვიდეომტკიცებულებებს უნდა გაეცნონ, თუმცა რა ვიდეომტკიებულებებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ანა გაბეჩავასა და მის მეგობრბს შორის ფეისბუქ მიმოწერებიდან ირკვევა, რომ წვეულების სტუმრებმა იცოდნენ მომხდარის შესახებ და არაფერი მოიმოქმედეს. ასევე დღეს გახდა ცნობილი ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კამერის ჩანაწერი შესაძლოა დაკარგულიყო, რადგან რესტორან “ელდორადოს” დარაჯი, რომელიც ამჟამად გაუქმებულია და მის ადგილას ბრეგვაძის 112-თან საუბარში ნახსენები “ქებაბ ჰაუსი” მდებარეობს, ამ კამერების გაყიდვას აპირებდა.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე “მთავარი არხი” საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ. წყარო:cyc.ge

loading...
Share.