ამირან გამყრელიძის შვილი იზოლაციაშია მოთავსებული – ახლახანს მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა

0

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება.
ნიკოლოზ გამყრელიძე „ევექსის“ სამედიცინო ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის მიზეზი იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან კონტაქტი გახდა. ამ ჯგუფიდან ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ექიმი გახლავთ, კორონავირუსი დაუდგინდა.

loading...

ნიკოლოზ გამყრელიძის თვითიზოლაციის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ პირადად ამირან გამყრელიძემაც დაუდასტურა.

შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა

loading...
Share.