“ამის გამო კი არ დავბლოკავდი დავმარხავდი..” – ნახეთ მაია დარსმელიძის ძალიან ემოციური მიმართვა

0

მაია დარსმელიძე ია ფარულავას „ფარულ კონვერტში“ მარინ აბერიძის ყოფილი ქმრის მეორე ცოლის სტუმრობას გამოეხმაურა და მის მიერ გადაცემაში ნამღერი „ჩიორა ჩიტოც“ შეაფასა. მაია აღნიშნავს, რომ ადამიანის დაბლოკვაზე მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც ის ნამდვილად ნიჭიერია და არა ასეთ შემთხვევაში… მაია დარსმელიძე მარინა ბერიძეს მხარდაჭერას უცხადებს.
„ალო, ჩიტო ჩიორა, უსამართლობაზე ძააააააალიან მეკეტება და ვწერ ერთი ორ სიტყვას, კარგი?!ჩემთვის და ჩემი ძალიან არახანმოკლე მუსიკალური გამოცდილებისთვის თუნდაც ისაა საკმარისი, რომ ორი ათას ოცდა ერთ წელს კომუნისტური შემართებით და სადღაც გაუგებარ უსასრულობაში მიმართული ძაან

იდუმალ/რომანტიკული მზერით ნამღერი “ჩიტო-ჩიორა”, მომკალით დაააა, ვერაფრით იქნება რამენაირად ღირებული. ))ხოო, თან უკვე დასრულებული, ეგრეთ წოდებული ფონოგრამის სახით აი, ისეთი როა, როგორიც არის და ბოლომდე ფაქტობრივად ძალით რომ მოვისმინე (რომ მერე გამერჩია სამართლიანად)…

ხოდააა, საპირისპირო აზრი ვინმეს თუ გაქვთ და თან პროგრესულობის პრეტენზია, მოიძიეთ, მოისმინეთ ეს მხოლოდ თარიღით “ახალი” ნაფტალინური მიდგომა და მეკამათეთ, თუ გინდათ. )))))
დაბლოკვას რაც შეეხება: ჩემი აზრით, დაბლოკვა მაშინ გქვია, როდესაც რაღაც საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე და არა ამ დონის ძალიან ჩვეულებრივ ამბავთან, რომელიც ამ ძალიან მუსიკალურ ქვეყანაში, სადაც თითო ოჯახში, სადაც ერთი ბანტიანი გიტარა არსებობს, ასეთი ხმიან- სმენიანი მინიმუმ ერთი წევრი მაინც ჰყავთ…

ამაზეც მეკამათეთ, თუ გინდათ და მე სტატისტიკას გადავხედავ და ძაან გამეღიმება.)))

მხოლოდ გაგეღიმოს ამ ყველაფერზე, მარინა, ძვირფასო! რადგან:

ბარეორი შეგეჯიბროს პროგრესულობაში (თან ნებისმიერ თემაში) – ეტა რაზ;

ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ციფრებია და მთავარია შარმი, ქარიზმა, რომელიც ან გაქვს, ან ვერ იყიდი და აქაც შეგეჯიბრონ – გარეგნულადაც მილიონჯერ ჯობიხარ;

და არ ვიცი, ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ ძალიან, ძააააალიან გავბრაზდი.. როგორ ბედავენ და სადა ბანაობენ?!

ამდენი ათეული წლის ოჯახს რომ ანგრევ და კიდევ რაღაც დაბლოკვაზე რომ გამოთქვამ პრეტენზიას, რომელსაც თან არავითარ დაბლოკვად არ მივიჩნევ (და ზემოთ უკვე ავხსენი)…

ოჯახის დანგრევისთვის კი არა, დანგრევის მცდელობისთვისაც დავბლოკავდი კი არა – დავმარხავდი და მადლობაც გითხრან, რომ ყველა შენს პლუსთან ერთად, სასწაულად ადამიანურიც ხარ!

მე ვინ მეკითხება, მაგრამ იმდენად მეკეტება უსამართლობაზე და იმდენად გავბრაზდი, რომ აი ასეთი პოსტის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს.

Marina Beridze, მიყვარხარ“.წყარო:dainteresdi.club

Share.