ამ გოგომ შეიფარა, საკუთარ სახლში აჭმევდა ისეთი კეთილი იყო… მან კი 17-ჯერ დაარტყა დანა…

0

ქუ­თა­ის­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლად გახ­სნეს და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 45 წლის ქალი და­ა­კა­ვეს.
kvirispalitra.ge გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბელს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა:-ახა­ლი გად­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ იმ ბი­ნა­ში ეს გო­გო­ნე­ბი. და­კა­ვე­ბუ­ლი ვერა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, რუ­სე­თიდნ იყო ჩა­მო­სუ­ლი და ქმარ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და ფარ­დულ­ში.
მე­უღ­ლეს ბინა ჰქონ­და და­გი­რა­ვე­ბუ­ლი, პე­რი­ო­დუ­ლად სო­ფელ­ში იყ­ვნენ და დრო­დად­რო ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და იყ­ვნენ იმ ფარ­დულ­ში. ელი­სო მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, სამ­წუ­ხა­როდ, შინ არ იყო, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კარი რომ გა­ა­ღო, სწო­რედ ამ დროს დაბ­რუნ­და ელი­სოს მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა სახ­ლში და ამ უძი­მე­სი ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და. მე­ზობ­ლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე, გა­ი­გეს წი­ვილ-კი­ვი­ლის ხმა. ზა­ფხუ­ლია და ღია ფან­ჯრი­დან ეს­მო­დათ ხმე­ბი. რა­ტომ­ღაც არა­ვის გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, რომ

loading...

მა­შინ­ვე და­ე­რე­კათ პო­ლი­ცი­ა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, სხვის კედ­ლებ­ში რაც ხდე­ბა, ეს არ არის მე­ზობ­ლის საქ­მე. სამ­სა­ხუ­რი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი იყო შეკ­რე­ბი­ლი სა­დარ­ბა­ზოს­თან და ამ­ბობ­დნენ, ბი­ნი­დან ქალი შვე­ლას ითხოვ­და და ახლა ხმა არ ის­მი­სო. ისე­თი სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა იყო, მა­შინ­ვე მი­ვე­დი იმ ბი­ნა­ში, და­ვა­კა­კუ­ნე, მაგ­რამ კარი არა­ვინ გა­ა­ღო, ამის შემ­დეგ დავ­რე­კეთ 112-ში. გო­გოს 14 თუ 17 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და რო­გორ იყ­ვი­რებ­და ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მაგ­რამ არა­ვის ჰქო­ნია რე­ა­გი­რე­ბა. ამ­ბობ­დნენ ეს­მო­დათ ყვი­რი­ლი, გოგო შვე­ლას რომ ითხოვ­დაო.

მო­ტივ­ზე ჯერ არა­ფერს ამ­ბო­ბენ, იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მომ­ხდა­რი, 2 თვის გად­მო­სულ­მა მე­ზო­ბელ­მა შე­გი­ფა­რა, ყა­ვას გას­მევს, და­ბა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, გა­სა­დი­ლებს, და ის ასე სა­დის­ტუ­რად გა­უს­წორ­და. ვფიქ­რობ, ბრალ­დე­ბულს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ხომ არ ჰქონ­და? ეს კი­თხვა იმი­ტომ მიჩ­ნდე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს 17 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს ყვე­ლა­ფერს.წყარო:epicentri.club

loading...
Share.