“ანგარიშზე თანხაა გამოიყენეთ” შეძრწუნებული ვარ ამ ერთი სტრიქონით, ამ სტრიქონის უკან მთელი ცხოვრება დგას…” – რას წერს გიორგი პაპუაშვილი

0

ფეისბუქ-მომხმარებელი გიორგი პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ადვოკატი სრული სერიოზულობით ამბობს, რა წერილი, პატარა ჩანაწერებია, ისიც არ წერია ვის მიმარ დაიწერაო. არადა, ამ ერთმა სტრიქონმა ,”ანგარიშზე გამოიყენეთ.” ჩემთვის სრული ფსიქოლოგიური სურათი დახატა არა მხოლოდ ამ გოგონასი, არამედ ოჯახისა და, წარმოიდგინეთ ადვოკატისაც. (იმის მიხედვით, როგორ შეხედა მან ამ წერილს.)
არასოდეს ჩავერევი ასეთ საქმეში, არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმპციას, მაგრამ როგორც ჟურნალისტი და როგორც

loading...

მრავალი სიუჟეტის შემქმნელი, თუნდაც, როგორც მკითხველი, შეძრწუნებული ვარ ამ ერთი სტრიქონით.

ამ ერთი სტრიქონის უკან მთელი ცხოვრება დგას. იგი თამამად გამოდგება გენიალური რომანის თუ კინონაწარმოების საფუძვლად. უკვე ის ფაქტი, რომ ეს სტრიქონი არაფერს ეუბნება ადვოკატს, საკმარისია იმისათვის, რომ იგი ამ პროფესიისათვის უვარგისია.”

წყარო: tavisufleba.club

loading...
Share.