“არაფერი არ მიმიღია სხვა, მხოლოდ ამ ორ ვიტამინს ვიღებდი… იცით რომელს?” – ამერიკაში მყოფი ქართველი ექიმი კორონავირუსისგან განიკუნა

0

ამერიკაში, ფილადელფიაში მყოფი ქართველი ექიმი, ნინო ქავთარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. დააავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მან შემთხვევით გაიკეთა Covid19-ზე ტესტი და აღმოჩნდა, რომ ის დაინფიცირებული იყო. დღეს ამერიკის ერთ-ერთი ლაბორატორიიდან მიღებული პასუხით ორგანიზმში ვირუსი აღარ არის.
„ძალიან გახარებული ვარ, რომ განვიკურნე. სამეცნიერო კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 25 პროცენტი ისე ინფიცირდება და ამარცხებს ვირუსს, რომ ვერც იგებენ, ფაქტობრივად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ვირუსული ინფექცია.

loading...

მე ძალიან მსუბუქი ფორმებით მქონდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა – დაღლილობა, უენერგიობა, კიდურებში სისუსტის შეგრძნება და თავის ტკივილი. მხოლოდ ეს ჩივილები მქონდა.

მართალი გითხრათ, ორი დღის წინ, ვიგრძენი კიდეც, რომ ჩემს ორგანიზმში არსებული ვირუსი აღარ იყო. ისევ ენერგიული გავხდი და რომ გავიღვიძე სამყარო ძველებურად მეჩვენა, აღარც სისუსტეს ვგრძნობდი. დღეს კი, ლაბორატორიამ Covid19-ზე ჩემი ტესტის პასუხი უარყოფითად შეაფასა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ მაქვს ვირუსი და უკვე გამოვჯანმრთელდი.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ Covid19 არც განაჩენია და არც მომაკვდინებელი დაავადება, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ასე აღიქვამს. ესაა ვირუსული დაავადება და დამოკიდებულია იმუნურ სისტემაზე.

საერთაშორისო გაიდლაინები გვატყობინებენ, რომ ორგანიზმის მოსაძლიერებლად C და D ვიტამინები უნდა მივიღოთ, ასევე დაემატა თუთია.

ისე დავამარცხე ეს ვირუსი, რომ C და D ვიტამინების გარდა, სხვა არაფერი მიმიღია“ – ამბობს ნინო ქავთარაძე.
წყარო: ambavi.cc

loading...
Share.