”არა… არა… ვერ ვიჯერებ… ჩემი ნახევარი გული წაიღე…” – ვინ დაეღუპა შოთო სიხარულიძეს? ”ემიგრანტების იმედი” ცხარე ცრემლით ატირდა (ვიდეო)

0

შოთო სიხარულიძეს ცოტახნის წინ ახლობელი ადამიანი გარდაეცვალა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. მოგვიანებით კი ვიდეოც გამოაქვეყნა. შოთოს როგორც კომენტარებიდან ირკვევა ახლო ნათესავი დაეღუპა.
”სიკვდილს რა უნდოდა შენთან😭💔ჩემო ნატო ნატალია შენ ხომ სხვისი ტკივილის გაგების საოცარი უნარი გქონდა, ყველას სურდა რომ ბედნიერად გეცხოვრათ შენს მეუღლეს და ორ პატარა შვილს… დიდხანს, ძალიან დიდხანს….
შენი გარდაცვალება….. არა… არა… არა… ვერ ვიჯერებ….ჩემი ნახევარი გული წაიღე…😭😭😭💔💔💔როგორ მტკივა შენი სახელიც კი…

მეხივით გავარდა სამწუხარო ამბავი შენი გარდაცვალების შესახებ. დამწუხრდა, დადუმდა შენი ოჯახი და მეგობრები”.
ეჰ ამაყად ამაყად და მხნედ აღარ ჩამოივლის სიმპათიური, ლამაზთვალება ქალბატონი. რომელიც სულ იღიმოდა. დიდი ტკივილი და მოგონებები დაგვიტოვე.
შენს ოთახში ყოველდღიურად დაანთებენ სანთელს და ცრემლიანი თვალებით გახედავენ ხოლმე შენგან ობლად დარჩენილ ყოველივეს.
დავკარგეთ საყვარელი ადამიანი, რომელმაც თან წაიღო ჩვენი გული და დატოვა გამოფიტული და დაცარიელებული.
ნატო წულაიასნაირი მებრძოლი სულის, სიცოცხლისმოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამქვეყნიდან წასვლა.
მსუბუქი იყოს შენი საფარველი! ნათელში შენი ლამაზი სული, ამინ..!”-
ჩემთვის როგორი თავზარდამცემი და ყოვლად წარმოუდგენელი იყო იმ საშინელების გააზრება ყველაფერი ამოტრიალდა, ნათელშია შენი ლამაზი სული, მჯერა ანგელოზი ხარ, მჯერა სულ ჩვენს გვერდით ხარ.
ჩოხატაური გორა ჩემი ბავშვობა….ყველა ტირის და შენდამი სიყვარულს ცრემლით და სიტყვით გამოხატავს. შენ ყოველთვის ყველას მოსიყვარულე მომფერებელი და მომხმარე იყავი. შენი იყავი ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს გასცემდა რაც ქონდა და სამაგიეროს არასდროს ითხოვდა. შენ დიდი გული და კეთილი სული გქონდა, ყველა გიყვარდა, გიყვარდა შენი ოჯახი , გიყვარდით ჩვენ. ჩვენც გვიყვარდი💟💘💟ყველას რომ შეძლებოდა ისეთი სიყვარული როგორიც შენ nato tsulaia სამყარო მუდამ მზესავით თბილი და ნათელი იქნებოდა… მაგრამ…💔💔💔💔💔💔💔💔💔შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ… შენ, შენ რატომ არ შეგებრალა მეუღლე და ორი პატარა შვილი…
არ ვიცი, რას ამბობენ ხოლმე ასეთ დროს,😭თუმცა ის კი ნამდვილად ვიცი,რომ მაკლიხარ დღეს😭
დამაკლდები ხვალ, ზეგ…სულ!😭
არ შემიძლია შენზე წარსულში საუბარი,😭თუარ გავაფრენ გამიკვირდება.😭😭
არ გემშვიდობები ჩემო დახატულო, შენ მუდამ ჩემს გულში იქნები” – წერს შოთო სიხარულიძე.


Share.