არის თუ არა ცოტნე გამსახურდიას გადარჩენის იმედი? – ნახეთ რას ამბობს ექიმი რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ ოპერაციაზე

0

ხეჩინაშვილის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა. ექიმის ინფორმაციით,პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას აქვს პოლიტრავმა.
“პაციენტს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა მხარე, ჭრილობები გულ-მკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობა. გარდა ამისა, აღინიშნება ზურგის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა და თავის მიდამოში (თხემში) ოთხი ჭრილობა – ნაკვეთი და დაჟეჟილი. ამ დროისთვის სისხლდენა შეჩერებულია, პაციენტი იმყოფება კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, რადიოლოგიურ დეპარტამენტში და დაზიანების ხარისხის მიხედვით გადაწყდება, უნდა ჩატარდეს თუ არა უკვე მეორე ოპერაცია ნეიროქირუგიული მიმართულებით”. ქირურგი ადასტურებს, რომ გამსახურდიას მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა.

loading...
loading...
Share.