“არსებობს მტკივნეული ინფორმაცია, რომელიც ახლა უნდა ვთქვა” – ნახეთ რა ინფორმაცია გაასაჯაროვა ელისო კილაძემ

0

“არსებობს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ინფორმაცია რომელიც ეხლა უნდა ვთქვა, ეს არის რესპუბლიკური პარტიის პოზიცია. მე არ მომისმენია არცერთი საჯარო განცხადება აი ამ პოლიტიკური დუღილის პერიოდში და მაქვს ინფორმაცია რომ დათო ბერძენიშვილი და ელისაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს რაზე უნდა ილაპარაკონ ამ ადამიანებმა არც მეგობრები არიან არც პოლიტიკური პარტნიორები და სწორედ პარლამენტი შესვლაზეა ლაპარაკი.

ძალიან გული დამწყდება და ახლავე ვამბობ რომ არ ველოდები ამ გადაწყვეტილებას გაერთიანებული ოპოზიციის სიის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან, იმიტომ რომ ჩემთვის გონია რომ მისი პრინციპული ადამიანები არიან და ამ ფარსში რასაც ქვია გაყალბებული არჩევნების გაფორმება ქართული ოცნებისთვის, მონაწილეობას არ მიიღებენ და ასევე მაქვს ინფორმაცია ეს ჩვენი ექსკლუზივია ქრონიკა პლუსის ბათუმიდან, რომ ბათუმში რესპუბლიკური პარტიის ლიდერი აპირებს აჭარის უზენაეს საბჭოში შესვლას. ამ საკითხებზე განმარტებები დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს, ორი დღეა სულ დარჩენილი და 11-ში დილით გამოჩნდება ზუსტად რა მორალურ წნეხს განიცდიან ზუსტად ეს ადამიანები, უღირთ თუ არა ივანიშვილის ფული და უღირთ თუ არა ის რომ პარლამენტში შევიდნენ.” – განაცხადა ელისო კილაძემ “ტვ პირველი”-ს ეთერში.

Share.