”არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა მამაჩემი, დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს…” – ნახეთ როგორ გადაუხადა გია ჯაჯანიძემ ”სამაგიერო” მისი მამის მკვლელის შვილს

0

ტე­ლე­წამ­ყვან­მა გია ჯა­ჯა­ნი­ძემ, ტე­ლე­კომ­პა­ნია “რუს­თა­ვი 2”- ის გა­და­ცე­მა “ფა­რულ კონ­ვერ­ტში” თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.
“ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბის ტრა­გე­დია, რო­მელ­მაც გა­მა­გე­ბი­ნა, რომ დიდი ძა­ლის პატ­რო­ნი ვარ.
17 წლის ვარ. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ვა­ბა­რებ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დე­და­მი­წის ზურ­გზე არა­ვინ მყავს, რომ და­მაკ­ვა­ლი­ა­ნოს – სად არის თე­ატ­რა­უ­ლი, სად მი­ვი­დე… თბი­ლის­შიც კი არ ვარ ნამ­ყო­ფი. ამ დროს, ივ­ნი­სის და­სა­წყში, ვიდ­რე თე­ატ­რა­ლუ­რის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი და­ი­წყე­ბო­და, თბი­ლი­სი­დან ჩვენ­თან სო­ფელ­ში ჩა­მო­ვი­და ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი კაცი, რო­მე­ლიც თე­ატ­რა­ლუ­რის სფე­რო­დან არის. მა­მამ თქვა, – წა­ვი­დეთ, ამ კაცს ვუ­თხრათ და აუ­ცი­ლებ­ლად მო­გეხ­მა­რე­ბა. ჩემი ნა­თე­სა­ვია, ერთ კლას­ში, ერთ მერ­ხზე ვის­ხე­დით, მერე რომ გა­ი­გებს თბი­ლის­ში ჩახ­ვე­დი, სად გა­გიშ­ვებს, მას­თან გა­ცხოვ­რებს, იმი­ტომ რომ ძმე­ბი­ვით გა­ვიზ­რდე­თო.

მი­ვე­დით ამ კაც­თან. მა­მამ და­უ­ძა­ხა, გა­მო­ვი­და და ეზო­ში რომ შე­ვე­დით, არც შეგ­ვი­პა­ტი­ჟა, რაც იმ დროს საკ­ვირ­ვე­ლი იყო. უცებ მამა და­კომ­პლექსდა, ამ კაცს უთხრა, – ბიჭი წა­მო­მე­ზარ­და, თე­ატ­რა­ლურ­ში აბა­რებს, მო­ვე­დით, რომ დაგ­ვა­კავ­ლი­ა­ნოო. ეს კაცი პა­სუ­ხობს: – ამას ჭკუა არ აქვს, შენ ამ­ხე­ლა კაცს რამ და­გი­კარ­გა ჭკუა? ამას თე­ატ­რა­უ­ლირ­ში ვინ მი­ი­ღებ­სო…

წა­მო­ვე­დით და მა­მა­ჩე­მის თვა­ლე­ბი აღა­რას­დროს მი­ნა­ხავს. თვა­ლებ­ში ვე­ღარ მი­ყუ­რებ­და, შერ­ცხვა, მო­ე­რი­და, იმე­დი გა­უც­რუვ­და… დღე­ში სამ ჭიქა არაყს სვამ­და. და­დი­ო­და, მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ არ უნ­დო­და ფხი­ზე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ღვიძ­ლი მო­ე­ხარ­შა და 54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა. ერ­თა­დერ­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა ის არის, რომ ჩემს წარ­მა­ტე­ბას მო­ეს­წრო.

გა­დის წლე­ბი და ცხოვ­რე­ბა მცდის… პირ­ველ არხზე ვმუ­შა­ობ, ვარ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი, და­ვამ­თავ­რე თე­ატ­რა­ლუ­რი, თე­ატ­რა­ლურ­ში­ვე ვკი­თხუ­ლობ ლექ­ცი­ებს, დი­სერ­ტა­ცია და­ვი­ცა­ვი, გა­და­სა­რე­ვად ვარ… ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან სტა­ჟი­ო­რი ოპე­რა­ტო­რე­ბი გა­და­ღე­ბა­ზე მიგ­ვყავს, ვა­მოწ­მებთ, – აბა რო­გორ ის­წავ­ლეს. ერთხე­ლაც სტა­ჟი­ო­რე­ბი­დან ერთ-ერთი ბიჭი წა­ვიყ­ვა­ნეთ, რა­ღა­ცე­ბი გა­და­ვი­ღეთ და გზა­ში ვე­კი­თხე­ბი, – რა გვა­რის ხარ – მეთ­ქი. მე­უბ­ნე­ბა გვარს და აღ­მოჩ­ნდა იმ კა­ცის შვი­ლი.

რა არის ადა­მი­ა­ნი… ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­ვე­დი, ვი­ფიქ­რე, რომ სა­ში­ნე­ლე­ბას ვუ­ზამ, ვი­ტყვი რომ ვერ იღებს, ვე­რა­ფერს აკე­თებს… სა­მა­გი­ე­რო უნდა გა­და­ვუ­ხა­დო… მი­ვე­დი და არა… ოპე­რა­ტო­რე­ბის უფ­როსს ვე­უბ­ნე­ბი, რომ ჩემი ნა­თე­სა­ვია, ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია, გა­და­სა­რე­ვად იღებს და მეც მო­ვეხ­მა­რე­ბი – მეთ­ქი…

დღეს ის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს და არ იცის, რომ მის­მა მა­მამ მოკ­ლა მა­მა­ჩე­მი”, – ყვე­ბა გია ჯა­ჯა­ნი­ძე.
ვიდეო:

Share.