”აღარ მომწონს ჩემი თავი, აღარც ჩემი გარეგნობა, მივხვდი რომ გავხდი მსხვერპლი…” – ნახეთ, თიკა ფაცაცია პირად პრობლემებზე ალაპარაკდა (ვიდეო)

0

ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია სოც ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და საკუთარი პრობლემის შესახებ საჯაროდ საუბრობს. როგორც მომღერალი ამბობს, ფოტოების გადაღებისას ერთ-ერთ ფილტრს იყენებდა, რომლის საშუალებითაც მას ეცვლებოდა თვალის ფერი, ცხვირი ფორმა, გამოიყურებოდა უფრო ახალგაზრდულად და ეს ძალიან მოსწონდა.
”ამ ფილტრის იქით, აღარ მომწონს აღარც ჩემი თავი, აღარც ჩემი გარეგნობა, აღარც ცხვირი, არც თვალი, არც ტუჩი. მოკლედ მივხვდი, რომ გავხვდი მსხვერპლი ამ დურაკული ფილტრის.” – ამბობს ვიდეოში თიკა.

”მე მინდა, რომ ერთგვარი აქცია წამოვიწყო, ”ნამდვილი მე” ასე დავარქვათ, არანაირი ფილტრი, დავიბრუნოთ რეალური ჩვენი თავები” – ამბობს მომღერალი ვიდეოში.
ვიდეო:

Share.