ახლახანს თბილისში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოკლეს

0

ისანში მკვლელობა მოხდა. როგორც ცნობილია, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი სასიკვდილოდ დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

როგორც პირველ არხს, შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამასთან, მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

წყარო: 1tv.ge

Share.