“ახლა არ უნდა უფალს ჩემი წაყვანა და გადავრჩი…” – თამრიკო ჭოხონელიძეს 5 უმძიმესი ოპერაცია გაუკეთეს

0

2019 წელს მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მან 5 ოპერაცია გაიკეთა და თავს ახლა შედარებით უკეთ გრძნობს.
მომღერალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
ზაფხულში მძიმე ოპერაცია გადაიტანეთ თირკმელზე. ჯანმრთელობის მხრივ ახლა როგორ ხართ?
– მას შემდეგ კიდევ დამჭირდა ოპერაციები. ხუთჯერ გამიკეთეს ნარკოზი. მთელი 7 თვე ძალიან ცუდად ვიყავი. 25 ოქტომბერს და ბოლოს კიდევ 21 ნოემბერს გამიკეთეს ოპერაციები. ლამის თირკმელი დავკარგე. სეფსისი განვითარდა და ურთულესი მდგომარეობა მქონდა. ბოლო დროს ყველაფერზე მეტირება. შვილებმა “ფეისბუქიც” გამიუქმეს. ცდილობენ არაფერი წავიკითხო, მაგრამ მაინც მოდის ჩემთან ეს ამბები და ვღელავ. ეტყობა, ახლა არ უნდა ჩემი წაყვანა უფალს და გადავრჩი. ჩემმა შვილებმა ძალიან ბევრი ინერვიულეს. ავადმყოფობის გამო არც ჩემი რუბრიკა გადიოდა მუდმივად. გასულ წელს ძალიან გამიჭირდა მაგრამ გადავრჩი და ახლა არა მიშავს.
წყარო: ufaso.ge

loading...
loading...
Share.