“ბევრს არ ესმის, მაგრამ ბექას ცოლთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს…” – ნახეთ რა აღიარა თიკა ჯამბურიამ

0

ცნობილ მომღერალს ყოფილ მეუღლესთან და მის ოჯახთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.
მომღერალი თიკა ჯამბურია აცხადებს, რომ ყოფილ მეუღლესთან ბექა ხოფერიასთან არაჩვეულებრივი ურთიერობა აქვს და მათი შვილი ნინაც არ განიცდის იმას, რომ მისი დედ-მამა ერთად აღარ არიან, რადგან როდესაც ნინა დაიბადა, მშობლები უკვე დაშორებული იყვნენ.

„10 წლის წინ დანგრეული ურთიერთობის გამო დღეს გაბუტულები ხომ არ ვიქნებით? ამ 10 წელში ყველაფერმა გაიარა, ყველაფერი დალაგდა და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ზოგადად, არ მიყვარს ვიღაცის დაწესებული ნორმებით ცხოვრება. ვიღაცამ თქვა, რომ გაშორებული ცოლ-ქმარი აუცილებლად მტრებად უნდა დარჩნენ. არ ვთვლი ჩემს ყოფილ ქმარს მტრად და არც ცუდი ადამიანია“, – აცხადებს მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ბექას ცოლთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, მისი ორი გოგონაც ძალიან უყვარს და არ ესმის, რატომ არ უნდა ჰქონდეს მის შვილს კარგი ურთიერთობა დებთან.
წყარო: ambavi.club

Share.