ბიძინას მალე მოწამლავენ, ან მოკლავენ – სანდრა რულოვსი ივანიშვილზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

0

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სანდრა რულოვსის თქმით, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ მთავრობის კაბინეტს რუსეთი ხელმძღვანელობს. აღნიშნული განცხადება სანდრა რულოვსმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრად გახარიას წარდგენას აპროტესტებენ.

სანდრა რულოვსის თქმით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის რანგში საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

“ბიძინა უკვე ზედმეტია. დამიჯერეთ, ბიძინას მალე მოიშორებენ, ის ამას ვერ ხვდება. მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ეს რუსეთია, ის არ ხუმრობს. რუსეთი ყველგან პოულობს თავის მტერს. უკვე რუსეთთან გვაქვს საქმე, ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი”, – თქვა სანდრა რულოვსკმა.

შეგახსენებთ, გუშინ, პარტია “ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. მისი თქმით, გახარიამ ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა.

წყარო: pirvelinews.ge

Share.