“ბიჭია, ბიჭიიი… რა დავარქვათ?” – ახლადდაქორწინებული ბათუმელი “მონიკა ბელუჩის” ოჯახს ერთი წევრი შეემატა, ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ლორენა ზოიძე

0

20 წლის ბათუმელ მოდელს ლორენა ზოიძეს შეყვარებულმა ხელი აპრილში ორიგინალურად სთხოვა და ისიც უყოყმანოდ დათანხმდა. მოდელი, რომელსაც ქართველ მონიკა ბელუჩის უწოდებენ, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე” საკმაოდ პოპულარულია და ის „ფოლოვერებს“ ხშირად უზიარებდა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
ლორენას ოჯახში მატებაა, მის ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა…
ცოტა ხნის წინ ლორენამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო და ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მოდელს სახლში ახალი წევრი ჰყავს, ზღვის გოჭი, მამრობითი სქესის და ის საზოგადოებას ცხოველის სახელის შერჩევაში სთხოვს დახმარებას.

Share.