“გაზის ტარიფი პირველი ივნისიდან ძვირდება..” – ნახეთ რამდენის გადახდა მოგიწევთ მომდევნო თვიდან

0

თბილისის მოსახლეობას გაზის ტარიფი გაეზრდება. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფის ცვლილება კომპანიის 20-მილიონიანმა დავალიანებამ გამოიწვია.“კომპანია “თბილისი ენერჯიმ” მომართა მარეგულირებელ კომისიას სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის მიზნით, ვინაიდან მათ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 20 მლნ ლარზე მეტი ზარალი დაუგროვდათ და პრაქტიკულად ხდებიან ვალაუვალი. მნიშვნელოვანია გადაიხედოს ტარიფები იმ

თვალსაზრისით, რომ მათი ზარალი, რომელიც ლარის კურსის გაუარესების შედეგად მიიღეს, დაკომპენსირდეს. ჩვენ როცა ტარიფი დავადგინეთ კურსი იყო 2.97.
ამის შემდეგ კომპანიას უფრო ძვირად უწევდა ენერგიის ყიდვა, ვიდრე ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფით ხდებოდა მოსახლეობისთვის მიწოდება. სწორედ ამან გამოიწვია კომპანიისთვის ზარალის დაგროვება. იმისთვის, რომ კომპანია გაიმართოს და შეძლოს უსაფრთხოდ, დადგენილი წესების მიხედვით ბუნებრივი აირის მიწოდება, მნიშვნელოვანია ეს არსებითი გადახრა გასწორდეს. ამ მიზნით განვიხილავთ სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის საკითხს. 20 მლნ ლარზე მეტი უნდა დაუკომპენსირდეს კომპანიას. ჩვენ ვიღებთ გაზის მოცულობას, საშუალო ვალუტის კურსს თვეების მიხედვით და იმის შესაბამისად ვახდენთ გადაანგარიშებას. ტარიფების დეპარტამენტი წარმოგვიდგენს დაანგარიშებას, კომისია იმსჯელებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდება და თბილისში მცხოვრებ აბონენტებს შეეხებათ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბუნებრივი აირის ტარიფი 2019 წლის ბოლოს 3 წლით იყო დადგენილი და მისი შეცვლა არ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამისა სემეკმა პირობა დაარღვია და ადგილობრივი არჩევნების წინ გაზის გაძვირების გადაწყვეტილება მიიღო.წყარო:dainteresdi.club

Share.