“გიორგის დედ-მამამ, სადმე არ შეგვხვდეს, თორემ საშინელებას დავატრიალებთო” – პასუხი შაქარას საქმეზე ბრალდებულის მამას

0

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძამ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის მა­მის თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის მი­მარ­თვის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა,
რომ მის მო­თხოვ­ნა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­ულ უარს ამ­ბობს.
“მე­სა­უბ­რა წე­ღან გი­ორ­გის დე­დაც და მა­მაც, და­მი­რე­კეს, სად­მე არ შეგ­ვხვდეს შემ­თხვე­ვი­თო, თო­რემ რო­მელ შეხ­ვედ­რა­ზეა ლა­პა­რა­კი, უბ­რა­ლოდ ისე არ მოხ­დეს, რომ პრო­ცეს­ზე ან სად­მე გა­და­ვიკ­ვე­თო­თო, თო­რემ სა­ში­ნე­ლე­ბას და­ვატ­რი­ა­ლებ­თო” – აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლა­ძემ “360 გრადუსში”.
დღეს თამაზ ხომასურიძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ

loading...

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის დე­დას­თან შეხ­ვედ­რა სურს და მის­თვის სათ­ქმე­ლი ბევ­რი აქვს. მისი აზრით, გა­მო­ძი­ე­ბა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის და ამ ყვე­ლა­ფერ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ბიძა, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობს.
“თუ და­ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ჩემი შვი­ლი დამ­ნა­შა­ვეა, ჩემ­მა შვილ­მა არ გა­ი­ხა­როს და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მის­ცენ. თე­ო­რი­უ­ლად და­საშ­ვე­ბია, რომ მეც მა­ტყუ­ებს, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბამ გა­არ­კვი­ოს. მკვლე­ლი ვინც არ უნდა იყოს, ჩემი შვი­ლიც რომ იყოს, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­ე­სა­ჯოს; მაგ­რამ ეს კა­რი­ე­რის­ტი კაცი იმის მა­გივ­რად, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ყვე­ლა დე­ტალ­ში ჩა­ე­ძი­ოს, შეც­დო­მა არ გა­ა­პა­რე­ბი­ნოს, ყვე­ლა­ფერს ხელს აფა­რებს. მე უფრო მა­ინ­ტე­რე­სებს გა­მო­ძი­ე­ბა, ვიდ­რე ამ კაცს. ბი­ძა­მი­სი კა­რი­ე­რის­ტი ადა­მი­ა­ნია, ხალ­ხს გა­აც­ნო თავი თო­რემ აქამ­დე ვინ იც­ნობ­და? ის პო­ლი­ტი­კურ გეგ­მებ­ზე ფიქ­რობს. გა­მო­ძი­ე­ბა არას­წო­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – განაცხადა ხო­მა­სუ­რი­ძემ.

loading...
Share.