”გიორგის მკვლელების ვინაობა ჩემთვის ცნობილია, ვიცი ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი” – მირიან ნიკოლაძეს საგანგებო მიმართვა…

0

ათიათასობით დეგენერატის ჭკუაზე უნდა ვიარო ვისაც ერთი საქმეც არ გამოუძიებია?! ცოდნით ვიცი ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი, მაგრამ ეს უნდა დავადასტურო მტკიცებულებებით“, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მირიან ნიკოლაძე თქმით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელების ვინაობა მისთვის ცნობილია, თუმცა ამას სასამართლოში დამტკიცება სჭირდება, რაც მოწმეთა ჩვენების საფუძველზე რთულია.
„რა მაქვს ალტერნატივა? დავჯდე ახლა გაურკვეველი წარმოშობის ექსპერტებთან და „ბოტასასთან“ ერთად ვირბინო და “ვიჩაქჩაქო“ იქ და წინ გავუარო მთავარ მოვლენებს?! მიკროფონით რომ დარბოდნენ და სასწაულები ქნეს, მთელი მთავარი მოვლენები რასაც

loading...

ვუყურებ მათ რჩებათ მიღმა.

ალტერნატივა სად მაქვს მითხარით, მე წავალ ამ ხალხთან, წავიღებ ამ საქმეს და ვიტყვი ამ გამოძიებას არ ვენდობი და აგერ ხალხო თქვენ გამოიძიეთთქო?! თუ იმ ათიათასობით დეგენერატის ჭკუაზე ვიარო ვინც სხედან და კლავიატურაზე კაკუნის მეტი ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ, საერთოდ წარმოდგენა რომ არ აქვთ და ერთი საქმეც არ გამოუძიებიათ?! იმათთან მივიდე?

მე ეს გზა დამრჩა, რომ მივიდე გამოძიებასთან, დავეხმარო და ინფორმაცია გავუცვალო. ცოდნით კი ვიცი ვინც არის ჩემი შვილის მკვლელი, მაგრამ მტკიცებულების დონეზე მას უნდა დავუდასტურო და სათანადოდ დაისაჯოს იმისთვის, რომ სხვა ბავშვი აღარ მოკვდეს ასე ტყუილ-უბრალოდ და ასე მხეცურად აღარ გაუსწორდნენ!“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მცხეთის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვნის პროცესი გაიმართა. მოსამართლემ ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დანარჩენი 6 არასრულწლოვნის პროცესი მცხეთის საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს გაიმართება.

loading...
Share.