”გიო ცემეს და ჯერ კიდევ ცოცხალი გადააგდეს მდინარეში…” – შაქარაშვილის ოჯახი ”მდევრების” მკვლელობის მუხლით გასამართლებას ითხოვს…

0

„შეგვიძლია დამაჯერებლად, ვთქვათ, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი, ნაცემი გადააგდეს არაგვში და იქ მოხდა ბავშვის დახრჩობა ან დაახრჩვეს და შემდგომში გაატანეს წყალს“, – ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

loading...

„დადგენილია ექსპერტიზით, რომ მიყენებული დაზიანებები ვერ გამოიწვევდა გიორგის გარდაცვალებას ვინაიდან მათ არ აქვთ სათანადო ხარისხი და არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო.

ამიტომ ცალსახად შეგვიძლია დამაჯერებლად, ვთქვათ, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი, ნაცემი გადააგდეს არაგვში და იქ მოხდა ბავშვის დახრჩობა ან დაახრჩვეს და შემდგომში გაატანეს წყალს“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ოჯახი ითხოვს, რომ პირები, რომლებიც ბავშვებს გამოედევნენ მკვლელობის მუხლით გასამართლდნენ – შაქარაშვილის ბიძა.

„ეს გახლავთ ტოიოტა ქამრიში მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს და მათ შორის გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ასეთი მძიმე შედეგი.

ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ექვსივე მათგანთან მიმართებაში. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, ეს გამოჩნდება, მაგრამ დღეს ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ადვოკატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა. მისი თქმით ცალსახაა, რომ გიორგი შაქარაშვილის მოკლეს.

loading...
Share.