“გული მეწვის, რამხელა ტკივილი ხარ..” – ნახეთ ვინ იყო ახალგაზრდა გოგონა, რომელიც სულ ცოტახნის წინ ტრაგიკულად დაიღუპა

0

ახალგაზრდა, რომლის სიცოცხლეც მძიმე სენმა იმსხვერპლა, ანი მუმლაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.
„ჩემი ანი. ჩვენ წავაგეთ ეს ბრძოლა. რამხელა ტკივილი ხარ, შესაბამის სიტყვას ვერ ვპოულობ. ბოდიში, რომ ბოლო გზაზე ვერ ვიქნები შენთან. როგორ გვჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მიყვარხარ და სხვა სამყაროში წასვლა ამ სიყვარულს ვერაფერს დააკლებს, თუ არ გააძლიერებს.

ჩვენს გულში ისევ ისეთი თბილი საყვარელი და ყოველთვის მოღიმარი დარჩები, ანგელოზო. ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ, მისთვის აღარაფრის გაკეთება შეგვიძლია, ლოცვის გარდა. ლოცვებში მოვიხსენიოთ”, – წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.


წყარო:statiebi.club

Share.