”გუშინ გარდაიცვალა, დედის ერთადერთი შვილი…” – ნახეთ ვინ იყო ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ბიჭი, რომელიც უცხო მიწაზე ტრაგიკულად დაიღუპა

0

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, 24 წლის ლაშა ტუხაშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას შეკვეთა მიჰქონდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა.
ის 25 დღის განმავლობაში კომაში იყო. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„გარდაიცვალა დედის ერთადერთი შვილი… ნათელი და სანთელი მის სულს. სამსახურიდან შესვენებაზე მოდიოდა ერთ ლობიანს ან ხაჭაპურს თან გაიყოლებდა, მოდიოდა თითქოს შეუმჩნევლად დიდი სიდინჯით, კარგი აღზრდილი შვილი, როგორ შეიძლება არ შეამჩნიო ასეთი კარგი ადამიანი …

უზომოდ დამწყდა გული. ვუსამძიმრებთ მის ახლობლებს მის დედას. ორმაგად რთულია ასეთი საამაყო შვილის დაკარგვა .. ნათელი სანთელი მის სულს( ლაშა ტუხაშვილი… 24 წლის საბერძნეთში მყოფი ემიგრანტი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. როდესაც მას შეკვეთა მიჰქონდა ავარიაში მოხვდა. 25 დღე კომაში მყოფი სიკვდილს ებრძოდა), – წერს შოთო სიხარულიძე.
წყარო: ambavi.club

Share.