“დაბადების დღეზე დავპატიჟებ ამ ხალხს მაგრამ ამას უკვე ვერ ვაპატიებ..” – ნახეთ რას ამბობს გივი სიხარულიძე გუშინდელ დაპირისპირებაზე

0

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ყველანაირ ძალადობას ემიჯნება, თუმცა არ ემხრობა საქართველოში პრაიდის ჩატარებას.
“მე არავის ცემა არ მინდა, მაგრამ ადამიანებს თავზე არ უნდა გადაუარო, 500-ჯერ გააფრთხილა პრემიერ- მინისტრმა, რომ შეიძლება ამას არასასურველი შედეგები მოჰყოლოდა.
“ახლა კი ტყუილად დებენ ბრალს ირაკლი ღარიბაშვილს თავის განცხადებით ძალადობა წაახალისაო. რა წაახალისა, პირველად პრემიერის პოსტი მაგიტომ არ დატოვებინეს, რომ თქვა, მე არ დავუშვებ ქვეყანაში ერთსქესიათნა ქორწინებასო, ირაკლი ვაჟკაცი კაცია და

პირადაპირ ამბობს თავის სათქმელს.“რაც შეეხება “პრაიდს”, როგორც კი საქართველოში ეს სიტყვა გაჩნდა, უკვე უბედურებაა. მე ამ ხალხს დაბადების დღეზეც დავპატიჟებ და ქორწილშიც, მაგრამ პარადს ნუ მომიწყობ, ნუ აჩვენებ ამას ბავშვებს, ამას ვერ ვპატიობ.

“ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ და კიდევ ეგეთი პრაიდები გვინდა? მაგრამ ყველფერი მიზანმიმართულად ხდება, ქართული მიწა უნდათ, მაგრამ არ უნდა არსებობდეს ქართველი, არ უნდა გავმრავლდეთ” – განაცხადა “რეზონანსთან” გივი სიხარულიძემ.
წყარო:geotime.club

Share.