“დამირეკეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ქვემოთ ვართ, ჩამობრძანდითო” – აი რა მოხდა კომენდანტის საათის დროს

0

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი გვალია სტატუსს აქვეყნებს, თუ რა ხერხს მიმართა კომენდანტის საათის დროს, რათა დედისთვის წამალი მიეტანა.
როგორც ის წერს, დედამისი ძალიან ცუდად იყო და ესაჭიროებოდა წამალი, რომელიც სასწრაფოს ექიმებს არ ჰქონდათ, ამიტომ ის იძულებული გახდა 112-ში დაერეკა და თავად მოეტანა წამალი დედისთვის.
“მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო საპატრულო პოლიციას.

loading...

გუშინ ღამე დედაჩემი იყო ძალიან ცუდად, გამოვიძახე სასწრაფო, მაგრამ სამწუხაროდ რა წამალიც სჭირდებოდა, მათ არ ჰქონდათ და აღნიშნული წამალი მხოლოდ ერთი ცალი იყო psp-ს ერთ ფილიალში.
დავრეკე 112-ში, რომ საჭირო იყო გავსულიყავი აფთიაქში ხოლო 112-ის ოპერატორმა მითხრა დაგირეკავთ ზუსტად ერთ წუთშიო.
დამირეკეს მართლაც, რამოდენიმე წამში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ქვემოთ ვართ, ჩამობრძანდითო.
მიმიყვანეს აფთიაქში, დამელოდნენ და უკან მომიყვანეს“, – წერს გიორგი გვალია.

loading...
Share.