დაწესდება თუ არა სინამდვილეში შეზღუდვები სააღდგომოდ? – რას ამბობს ამირან გამყრელიძე

0

სააღდგომოდ დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება, თუ მოხერხდება დღევანდელი ეპიდსიტუაციის შენარჩუნება, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმი, ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგებს აღდგომის წინ მოსახლეობისთვის მხოლოდ ერთი რეკომენდაცია აქვთ – გავიაროთ აპრილი მაქსიმალურად თავშეკავებულად და დავიცვათ ყველა წესი.

„ყველას გთხოვთ, აპრილის თვე გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რათა სააღდგომო დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად. დაახლოებით ისეთი ეპიდსიტუაცია თუ იქნება, როგორიც დღეს ქვეყანაშია (რა თქმა უნდა, დღეში 400, 500, 600 შემთხვევა კარგი არ არის, მაგრამ ვითარება მართვადია) და სერიოზულ ნახტომისებურ ზრდაში არ გადავიდა, ამ ფარგლებში თუ შევინარჩუნეთ შემთხვევები, მაშინ წინასააღდგომო შეზღუდვები ქვეყანას არ დასჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Share.