”ერთმანეთის გარეშე ვერ ვსუნთქავთ… განერვიულებულზე გულის შეტევით კლინიკაში მოვხვდი…” – ნახეთ რა დაემართა გია სურამელაშვილს

0

მომღერალი გია სურამელაშვილი, ჟურნალ „თბილისელებთან“ მის სიყვარულზე ყვება. გია იხსენებს დეტალებს, თუ რა გახდა მათ შორის დაძაბულობის მიზეზი.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
ოფიციალურად კიდევ არ ვართ დაშლილები, მაგრამ მე აღარ მივწერ. ალბათ, თვითონ მომწერს, როცა თავში „დაარტყამს“. ფსიქოლოგიურად ძალიან დავიღალე. გავიყინე.
– ცოტა ხნის წინ, გულის შეტევით რომ მოხვდი კლინიკაში. ეს თქვენს დაშორებას ხომ არ უკავშირდება?

– კი, ძალიან ბევრი დავლიე და განერვიულებულზე გულის შეტევით მოვხვდი კლინიკაში. მაშინ ჩემს მეგობართან დარეკა, რა დაემართა, ხომ მშვიდობააო? ჩემმა მეგობარმა გალანძღა – ყველაფერი შენ გამო მოხდაო. ამანაც დააკომპლექსა, მაგრამ იმის შემდეგ ნელ-ნელა დაიძრა ყველაფერი და დავიწყეთ მიმოწერა. ახლა მან უნდა გადმოდგას ნაბიჯი. ამ კვირაში ვერ მოვალო – ორი თვეა, არ გინახივარ და რა, არ მოგენატრე? აქ მარტო სექსზე ხომ არ არის საუბარი? ადამიანი, რომელიც სულ თვალებში გყავს და რომელსაც სიზმრებში ხედავ, არ გინდა ნახო?! არც მე ვარ შოკოლადი. არ მინდა, ხელები მარტო მას შევახოცო, მეც ძალიან მძიმე ვარ. ერთხელ დავთვერი და საშინელი ლანძღვა-გინება ავტეხე. გაოგნებული იყო, ამ ანგელოზივით ადამიანს, საიდან ამოგდის ეგ სიტყვები. ამ სილამაზეს საიდან ეს სიბინძურე, გადარეული ვარო.

– ყველას გასაგებად გამოაცხადე, გიღალატებო – ეს როგორ გააკეთე?

– ხედავ, მეც რა მძიმე ხასიათი მაქვს?! მაგრამ ჩვენ ერთი კვირის წინ დავიწყეთ მიმოწერა. თუმცა, მერე მე კიდევ მეწყინა რაღაც. სახლში ჯერ არ მოსულა და ორ სიტყვაში მაწყენინა ისე, რომ პასუხი საერთოდ აღარ გავეცი. სახლში მოსვლაზე იყო საუბარი და ტკბილად მითხრა, რომ ამ კვირაში არ შეეძლო მოსვლა. მე ეს ძალიან მეწყინა და უპასუხოდ დავტოვე. მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და ამწუთას ჩვენ ნაჩხუბრები არ ვართ, მაგრამ… უფალმა ამხელა სიყვარული გამომიგზავნა და მეორედ რომ გავჩნდე ამქვეყნად, ისევ შენ შეგიყვარებ, შენი თავი ჩემი ჯილდოაო… – საოცარ ტექსტებს მწერს. ამას ვერ მოიტყუები. მე ვიცი, რომ ძალიან დარდობს, ვერ სუნთქავს უჩემოდ და იმანაც იცის, რომ მეც ასე ვარ. თან ეჭვიანობს. არ ვიცი, რატომ უნდა ჩავიკეტო? პატარა კლიპი გადავიღე, გადაღებებსა და გადაცემებში მივდივარ და ამაზე ეჭვიანობს. ამბობს, კარგად არის და არაფერს იკლებსო. ჩავიკეტო, ძაძები ჩავიცვა და ვიგლოვო? მადლობელი ვარ, რომ ამ დონეზე ვუყვარვარ, მაგრამ სულ ჩაკეტილი როგორ ვიყო?! ხშირ შემთხვევაში ვუსრულებდი კიდეც ამ სურვილს. როცა ვიცოდი, რომ უხაროდა ჩემი სახლში ყოფნა, თუ აუცილებელი არ იყო, არ გავდიოდი გარეთ, რა მექნა, აბა?! ორთვენახევრიანი გაყრის შემდეგ მას შეეძლო, ჩემთან მოსულიყო სამსახურის შემდეგ, მაგრამ მატკინა. შეგნებულად მატკინა. მერე დავთვერი, რესტორანში წავედი. ნახა, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცის, სად ვარ, როგორ, ვისთან ერთად – ყველანაირად კონტროლში ვყავარ. ამაზე გაგიჟდა. მერე, ჯიბრზე, ფოტოები გადავიღე, ჩვენ შორის არაფერი ყოფილა, მაგრამ ფოტოები ძალიან თბილი იყო, რაზედაც ეგ გიჟდება. ჩახუტებულები ვიყავით. ვფიქრობ, რომ ამის გამო გაბრაზებულია და არაფერს მწერს.
წყარო: statiebi.club

Share.