”ერთხელ წელიწადზე მეტხანს არ ვლაპარაკობდით… ტირილი დაიწყო…” – რას ამბობდა გიორგი გაბუნია მის დედაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიღუპა

0

დღეს ცნობილი ჟურნალისტი, გიორგი გაბუნიას დედა ჯულიეტა ვაშაყმაძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც გიორგი გაბუნია ამბობდა, ის და დედამისი წელიწადზე მეტხანს ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ.
„პირველად, როცა მძაფრი განცხადებები დავიწყე ხელისუფლების მიმართ, დედაჩემისთვის მიუღებელი იყო. როდესაც მუქარები მოისმინა ჩემი მისამართით, ვიღაცები რეკავდნენ… ვჩხუბობდით. ერთხელ წელიწადზე მეტხანს ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. როცა ნახა ეს მეთოდები არ ჭრიდა, ტირილი დაიწყო“, – ამბობდა ტელეწამყვანი ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

”ჩევენი გაბუს და ჩვენი დათას, და ქართული ჟურნალისტიკის დედა გარდაიცვალა.
დიდი ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის 💔 RIP 💔” – წერს ნიკა გვარამია.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს. გარდა ტელევიზიისა, ჯულიეტა ვაშაყმაძემ კინოშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა.

Share.