“ეს რა დღეშია ბავშვი თავზე 8 ნაკერი..” – რა დაემართა გია ბაღაშვილის 9 წლის გოგონას

0

გია ბაღაშვილისა და თაკო ტაბატაძისა ქალიშვილს სქროლზე ამხედრებული ახალგაზრდა დაეჯახა და ბავშვს დაზიანებები აქვს. თაკო ამბავს სოციალურ ქსელში ავრცელებს ბავშვის ფოტოსთან ერთად:
“ეს არის ლიზა, 9 წლის, ჩემი შვილი. სკოლასთან ტროტუარზე იდგა და დაეჯახა ორი, სქროლზე ამხედრებული, ახალგაზრდა! გადავრჩით, რომ მძიმე დაზიანება არ აქვს. საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია, მაინტერესებს გარდა იმისა, რომ 9 სააათზე მკაცრად, ცხვრებივით გვერეკებით სახლებში, რაიმე წესი, კანონი, რეგულაცია არსებობს ჩვენთვის, ფეხით მოსიარულეებისთვის? თუ ასე უნდა იჯლიგინონ ტროტუარებზეგიჟებივით სკუტერებმა, სქროლებმა, მანქანებმა და ამასაც შევეგუოთ?”

აღშფოთებული მეგობრები თაკოს კომენტარებში ამხნევებენ:

“სერიოზული პრობლემაა ეგ და აუცილებლად არის დასარეგულირებელი… სკუტერებისთვისაც და ველოსიპედებისთვისაც. ერთიც და მეორეც ძალიან კარგია, მაგრამ ქვეითების გზებზე არ უნდა მოძრაობდნენ, უკონტროლოდ.”

“ვაიმე, თაკო… ეს რა დღეშია ბავშვი…. უფლის წყალობით ჯანმრთელად გყავდეს. ეგებ ცოტა გაანძრიონ ჩლუნგი ტვინები”

“მთავარია კარგადაა და სერიოზული არაფერია. სრული განუკითხაობაა”.

“მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ… მეც ძალიან ბევრ ცუდ სიტუაციას შევსწრებივარ იგივე პრობლემის გამო…

უკვე აბსურდში გადადის მთლიანად ეს ყველაფერი”.
წყარო:geoambebi.com

Share.