”ეს საოცარი ბიჭი მოგვიკლეს. იმედია არ გავიგებ, რომ ქართველის ხელი ურევვია ამაში…” – ნახეთ ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც უცხო მიწაზე სასტიკად მოკლეს

0

18 წლის ეს საოცარი ბიჭი სასიკვდილოდ გაუმეტებია და დაუჭრია ვიღაცას წუხელ საღამოს ნიუ-იორკში – წერს სოციალურ ქსელში ამერიკაში მყოფი ქართველი.
”მოკლედ რა საშინელი წელია ეს – 2020… 18 წლის ეს საოცარი ბიჭი – ჯაბა ადამია სასიკვდილოდ გაუმეტებია და დაუჭრია ვიღაცას წუხელ საღამოს ნიუ-იორკში.
ვინც იცის ნიუ იორკის უბნები, ბრუკლინში East 21 ქუჩისა და AVENUE P-ს(P გამზირის) კვეთაზე, საკუთარი სახლიდან დაახლოებით ნახევარი მილის მოშორებით უპოვნიათ უგონო მდგომარეობაში მყოფი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა ფაქტზე საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობსო, დაზუსტებით ჯერ არ ვიცი, მაგრამ იმედია არ გავიგებ ქართველის ხელი ურევია ამ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმეში…

ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. მართლაც რომ ზედმეტია სანუგეშო სიტყვები ამ დროს” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: bednierebis.club

Share.