ვინ არის მამაკაცი, რომელმაც დედა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღით სასტიკად მოკლა (ფოტო)

0

კავალაში მომხდარი მკვლელობა ბერძნული მედიის მთავარი განხილვის თემაა. ვრცელდება მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ფოტო, რომელმაც ორჯერ გაისროლა ჯერ 67 წლის ქალის, ხოლო შემდეგ მისი 40 წლის ვაჟის მიმართულებით.

როგორც უკვე ცნობილია, ინციდენტი პარკინგის ადგილის გამო მოხდა, სადაც მისი სატვირთო მანქანა იყო გაჩერებული და მეზობლები ამის გამო ხშირად კამათობდნენ, მათ შორის ცუდი ურთიერთობა უკვე წლების მანძილზე ჩამოყალიბებული იყო.

<p>ბერძენმა მამაკაცმა დედა-შვილი საკუთარ სახლში მოკლა, როდესაც სწორედ ამ თემას განიხილავდნენ, ხოლო შემდეგ პოლიციას ჩაბარდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ჩვენებაში აღნიშნა თავდასხმის შესახებ, რომელიც გარდაცვლილებმა ბრალდებულის დედის მიმართ განახორციელეს, რის გამოც მას, როგორც ამბობს, “ტვინი გადაუბრუნდა” და მკვლელობა ჩაიდინა.

წყარო: pirvelinews.ge

Share.