ვინ იწერს სააკაშვილის საუბრებს – სუს-ი თუ უკრაინის სპეცსამსახურები?

0

გამოქვეყნდა სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი რომელიც დაუდგენელია, ავთენტურია, თუ არა, ამ ჩანაწერებზე რას იტყვით?

loading...

-იმ ზღვა ჩანაწერებიდან, რომლებიც უკრაინულ გამოცემებში ვრცელდება, გაგიგიათ რამე კარგი და ნორმალური? ან ქართველებს აგინებს სააკაშვილი და ბიძამისი, ან თავიანთ თანამებრძოლებს ნაბიჭვრებს, უტვინოებს და მშიშრებს ეძახიან… მთავარი ისაა, ყველა რომ გაჩუმებულია და არავის აინტერესებს, საიდან ხდება ამ საუბრების ჩაწერა და გავრცელება? ერთმა ექსპერტმა მითხრა, ეგ უკრაინის მოქალაქეა და იმათმა არკვიონო. ყველამ იცის ახლა ეგ, რომ უკრაინის სპეცსამსახურების ჩაწერილი და გამოქვეყნებული არ არის. რატომ გამოქვეყნდა მაინც და მაინც ახლა? ვინ აკეთებს ამას არ აინტერესებთ? ყველა თვლის, რომ ეს ასე უნდა იყოს. ხარ ხელისუფლებაში, გაქვს ამის ტექნიკური საშუალებები, შენ უსმენ და აქვეყნებს, ის მოვა, უსმენს და აქვეყნებს… არავითარი ლეგიტიმაცია ამ საუბრის ჩაწერას არა აქვს… მოითხოვოს სააკაშვილმა, საიდან გავრცელდა ეს ჩანაწერი, უთხრან. უკრაინა ასე მშრალად ვეღარ გავა გვერდზე, ჩაერთო უკვე ამ საქმეში, ესე იგი მათი მხრიდან რაღაც ჩანს.
-გექნებათ ვარაუდი, ვინ ჩაწერა და გაავრცელა.

-კი, მაქვს. სულ ვკითხულობ, სად არის კოტარია რომ იყო სპეცსამსახურის ჩაწერის და მოსმენის სამსახურის ხელმძღვანელი, იცის ვინმემ სად არის?

მაშინ, 2008 წელს ქართველებმა ამერიკელებს უთხრეს, რომ რუსი ჰაკერები მუშაობენ საქართველოს წინააღმდეგ და ა. შ. ამერიკელებმა მისცეს ჰაკერული პროგრამა, რომელიც იქეთ ახორციელებს შეტევას, მისცეს ეს პროგრამა რუსი ჰაკერების წინააღმდეგ გამოსაყენებლად… სააკაშვილის ხელისუფლებამ ვის წინააღმდეგ გამოიყენა? – ღარიბაშვილის, ალასანიას, გუბაზ სანიკიძის და ა.შ. ეს პროგრამა, გასაგებ ენაზე რომ ავხსნა, ასე მუშაობს, შედის აიპი მისამართზე და როგორც კი გააქტიურებ კომპიუტერს ან ტელეფონს, ის იქცევა მიკროფონად. ახლა ვკითხულობ, რატომ არ იწყებს სუს-ი გამოძიებას ამ ჩანაწერზე?

loading...
Share.