”ვიცი გამიბრაზდება ნუნუ ბებია, მაგრამ ეს უნდა ვთქვა, ვეღარ დავმალავ” – ნახეთ სად მიაქვს ყოველ თვე პაატა იმნაძეს დედას მისი პენსია

0

მწერალი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში პაატა იმნაძის დედაზე, ნუნუ დუმბაძეზე, წერს, რომ ის მის კუთვნილ პენსიას გურული დღიურების ფონდის აძლევს.
„რადგან ასე აქტუალურია, მისი სავარაუდო გაბრაზების მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც ოდესმე მაინც უნდა მეთქვა – ნუნუ ბებია – გნებავთ ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა და ჩემი უფროსი მეგობარი – საოცარი ადამიანია.

loading...

აი, მაგალითად, უამრავჭირნანახი, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს, ჭიქა ღვინოზე გვპატიჟებს და კონვერტით გურული დღიურების ფონდისთვის გვაძლევს ხოლმე, პატარა მოსწავლეებს რომ გადავცეთ. ზუსტად ვიცი, როგორ განიცდის ახლა ამ ამბავს და როგორ ეჩქარება კარგი დასასრული. და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა”, – წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დედას ე.წ. ფეიკნიუსი გაზიარებისთვ გამო „საყვედურობს”.

პაატა იმნაძის დედამ, ნუნუ დუმაძემ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გააზიარა, რომლის თანახმად, ხვალ გაწერენ პაციენტს, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა.

„დედა, ტყუილებს ნუ აზიარებ” – დაუკომენტარა პაატა იმნაძემ დედას.

loading...
Share.