”ზეიმი გვაქ მეგობრებო, უმაგრესი რამ მოხდა დღეს” – ლევან რატიანმა ახლახანს ძალიან სასიხარულო ამბავი გაამხილა

0

24 კვირის ორსული, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმ, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ჩატარდა განმეორებითი კვლევები და ტესტის პასუხი უარყოფითია.
„გადამოწმდა ნაყოფის მდგომარეობა და ის შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს“, – აღნიშნა რატიანმა.

loading...

საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 63 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 405 მოქალაქე რჩება. კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

loading...
Share.