”თავი ვეღარ შეიკავა და ტირილი დაიწყო” – უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მარიამს, დღეს ბინა აჩუქეს, ეს ყველაფერი კი მარიამმა პირდაპირ ეთერში გაიგო, ნახეთ (ვიდეო)

0

22 წლის მა­რი­ამ ოთა­ნა­ძეს, რომელსაც ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მა აქვს, თბილისში 50 კვ.მ-ის ფართის ბინა აჩუქეს. ის ტელეკომპანია მთავარის ეთერში საკუთარ ტრაგედიაზე საუბროდა, რა დროსაც ერთ-ერთმა კომპანიამ, რომლის ხელმძღვანელობამაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გადაცემის მსვლელობის დროს დარეკა და ეს ინფორმაცია გააჟღერა.

loading...

შეგახსენებთ, მარიამ ოთანაძეს თირკმლე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მე-5 ტერ­მი­ნა­ლუ­რი სტა­დია და­უდ­გინ­და.

ოთა­ნა­ძე­ე­ბის ოჯახს ცოტა ხნის წინ მძი­მე ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს. გო­გო­ნას მამამ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით დაასრულა. მარიამი ამბობს, რომ მამამ ეს უსახსრობის გამო გააკეთა, რადგან შვილს ვერაფრით ეხმარებოდა.

loading...
Share.