თუშეთის გზაზე მანქანა კლდიდან მგზავრთან ერთად გადაიჩეხა

0

უბედური შემთხვევა მოხდა თუშეთის გზაზე. “ქრონიკის” ინფორმციით, 23-ე კილომეტრზე კამაზის ტიპის მანქანა დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

სატვირთო მანქანაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, 5-მა გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენები კი ხევში მანქანამ ჩაიყოლა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებლად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე უკვე მიდიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სხვა დეტალები უცნობია.

Share.