”იატაკზე ეგდო რომ იპოვეს, დათრგუნულები ვართ…” – ნახეთ სინამდვილეში როგორ გარდაიცვალა ახალგაზრდა მსახიობი

0

რუსთავის თეატრის მსახიობი 42 წლის გიორგი რევაზიშვილი გუშინ მეგობრებმა გარდაცვლილი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, რევაზიშვილი გულის შეტევით ან წნევით გარდაიცვალა.
მსახიობის მეგობარი ნინო ლეჟავა ამბობს, რომ გიორგი ორი დღე არ პასუხობდა ტელეფონს, რის შემდეგ მეგობრებმა მეზობელს გამოართვეს გასაღები და ასე შევიდნენ სახლში.

loading...

“სააბაზანოში იპოვეს გარდაცვლილი, კარისკენ იყო სახით და იატაკზე ეგდო. შესაძლოა ცუდად გახდა და ვერ მოასწრო გამოსვლა, ახლა ისეთი დღეები და ამინდებია ყველა უჩივის წნევას. რამდენიმე ვერსია არსებობს მისი გარდაცვალების მიზეზად, გულის შეტევა, წნევა ან ინსულტი.

როგორც ჩვენმა საერთო მეგობრებმა მითხრეს, წინა დღეებში თურმე ამბობდა გული კარგად ვერ მაქვსო. ჯანმრთელობის პრობლემები არასოდეს ჰქონია.

კარგი მოქეიფე ბიჭიც იყო და იმ დღეს რა მოხდა არ ვიცი.

დათრგუნულები ვართ, თუ ვინმე იცნობდა, არამც თუ ცუდს, საყვედურსაც ვერავინ იტყვის. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, არავისთვის არაფერი უწყენინებია. მარტო ცხოვრობდა. მეუღლეს, რომელიც ცხინვალის თეატრის მსახიობია დაშორებული იყო, ერთი შვილი დარჩა, უკვე დიდი გოგოა” – განაცხადა ნინო ლეჟავამ.

loading...
Share.