“იმის ნაცვლად რომ გადარჩენა ეცადა, მომაკვდავი მიატოვა და გაიქცა…” – უმძიმესი ტრაგედია, რომელსაც ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა

0

საზარელი ავარია, რომელსაც 33 წლის მძღოლი ემსხვერპლა ათენში გუშინ მოხდა. ინფორმაციას georgians.gr-ი ავრცელებს.

loading...

ერთმანეთს მოტოციკლი და ჯიპის ტიპის ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი.

ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეგაtv-ს ინფორმაციით, 33 წლის ილო გორგიშელი საბერძნეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, როგორც ცნობილია მას 2 შვილი დარჩა.

ჯიპის მძღოლმა ავარიის ადგილი დიდი სიჩქარით დატოვა და დაშავებული გზაზე მიატოვა. ამ დროისთვის პოლიცია მიმალულ მძღოლს ეძებს.

loading...
Share.