კაცმა დაინახა გველი, რომელსაც ცეცხლმოდებულ არემარეში დაღუპვა ემუქრებოდა და გადაწყვიტა გადაერჩინა. რა შემდეგ მოხდა ამას არავინ მოელოდა

0

კაცმა დაინახა გველი, რომელსაც ცეცხლმოდებულ არემარეში დაღუპვა ემუქრებოდა და გადაწყვიტა გადაერჩინა. როგორც კი ხელი მოჰკიდა და გამოარიდა საფრთხეს გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო, გველმა ხელზე უკბინა. კაცმა მოიშორა გველი და ის ისევ ცეცხლში ჩავარდა… შემდეგ აიღო ლითონის ჯოხი და ისევ გამოიყვანა გველი ცეცხლიდან და ის სიკვდილს გადაარჩინა. ერთი ადამიანი რომელიც შეესწრო ამ ყველაფერს მივიდა ამ კაცთან და ჰკითხვა: ,,ამ გველმა შენ ხომ გიკბინა, რატომ ცდილობ ისევ მის გადარჩენას?“
კაცმა უპასუხა: ,,რეპტილიის ბუნებაა – გიკბინოს, მაგრამ ამან არ უნდა შეცვალოს ჩემი ბუნება – გასაჭირში დავეხმარო“.

P.S. ნუ დავკარგავთ ადამიანობას მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცამ ჭრილობა მოგვაყენა… ნუ დავკარგავთ ჩვენში კეთილ გულს, მაგრამ ვისწავლოთ უსაფრთხოების ზომების მიღება.

Badri Shelia

Share.