“კომენდანტის საათან დაკავშირებით სასიამოვნო ცვლილება იგეგმება..”- ნახეთ რა ცვლილებები იგეგმება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება

0

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჟურნალისტებთან განმარტავს, რა ცვლილება იგეგმება “კომენდანტის საათთან” დაკავშირებით:
„აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია.
პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს

პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა“, – აცხადებს გაბუნია.
ასევე თამარ გაბუნიამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა შესაძლოა, მაისის ბოლოს შემსუბუქდეს.
წყარო:geoambebi.com

Share.