კორონავირუსიან ქალს, ვის გამოც მარნეული და ბოლნისი სულიად დაკეტეს, 1700 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

0

ჯანდაცვის ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის საკმაოდ ბევრი კონტაქტი იკვეთება.
მისი თქმით, ამ დროისთვის ჯამში საუბარია 1700-მდე კონტაქტზე.
აქედან 90 უშუალო კონტაქტია.

loading...

„მარნეულში და ბოლნისში საკმაოდ პრობლემატური საკითხია ის, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება, რაც არის დაახლოებით 1700-მდე უკვე. იმ 90-დან შემდგომი ტალღა კონტაქტების 1700-მდეა და მათი ყველას გამოკვლევა და შემდგომი იზოლაცია იქნება საჭირო“ ,- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

loading...
Share.