“კორონავირუსი ჰქონია და მთელი დღე მუშაობდა, მგონი ყველა დააავადა ვინც ფილიალში იყო” – საქართველოს ბანკის თანამშრომელს ახლახანს ვირუსი დაუდასტურდა

0

თბილისში, „საქართველოს ბანკის“ სანზონის ერთ-ერთმა ფილიალმა მუშაობა შეაჩერა – ინფორმაციას imedinews ავრცელებს. ამის მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლისთვის კორონავირუსის დიაგნოზის დადასტურება გახდა. ის იტალიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, რის გამოც გამოკვლევისთვის ინფექციურ საავადმყოფოში დაიბარეს. გამოკვლევამ კი კორონავირუსი დაადასტურა.
არსებული ინფორმაციით, თავს შეუძლოდ გრძნობს ბანკის ამ თანამშრომლის გვერდზე მჯდომი კოლეგაც. საქართველოს ბანკი ინფორმაციას ადასტურებს.

loading...

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები. – განაცხადეს საქართველოს ბანკში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევაა გამოვლენილი.

loading...
Share.