“მამა ჩვენ კიდევ ძალიან დიდი ხანი გვჭირდები…” – გია ბაღაშვილის ემოციური მიმართვა. ნახეთ რას ამბობს მუსიკოსი

0

მუსიკოსი, ლეგენდარული „ივერიის“ სოლისტი და ანსამბლის მიერ დადგმული მიუზიკლების ავტორი, ჯემალ ბაღაშვილი დღეს, 12 სექტემბერს 80 წლის გახდა. მუსიკოსი გია ბაღაშვილი მამას დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს:
„დღეს დიდი დღეა, დიდი! მამაჩემის დაბადების დღე გახლავთ, თანაც როგორი – 80 წლის იუბილე! გილოცავ, მამა! ვერანაირი სიტყვით ვერ გამოვხატავ ჩემს სიამაყეს, მადლიერებასა და სიყვარულს! შენ მართლა დიდი კაცი ხარ, კიდევ ძალიან დიდხანს რომ გვჭირდები არა მხოლოდ ჩვენ, შენი ოჯახის წევრებს, არამედ მთელ ქვეყანას. სულ ასეთი შემართებით იყავი. კიდევ მრავალი წელი გეშრომოს და მიგენიჭებინოს ზღვა სიხარული შენი უსაყვარლესი მაყურებლისთვის“, – წერს გია ბაღაშვილი.

Share.