“მასტერშეფის მეექვსე სეზონში ლევან კობიაშვილს ვეღარ ვნახავთ” – ნახეთ რატომ დატოვა ცნობილმა შეფმა გადაცემა და ვინ შეცვლის მას

0

ცნობილი კულინარიული შოუ „მასტერშეფი“ „პირველ არხზე“ ახალ სეზონს 19 სექტემბერს დაიწყებს. მეექვსე სეზონს შოუ ჟიურის განახლებული შემადგენლობით შეხვდება.
ლუკა ნაწყებიასა და კონსტანტინე თედელურთან ერთად, ჟიურის სამეულში ადგილს ქალი კულინარი, თეკუნა გაჩეჩილაძე დაიკავებს. ის ლევან კობიაშვილს შეცვლის.
ამ ცვლილებამ დიდი ინტერესი გამოიწვია „მასტერშეფის“ ერთგულ მაყურებლებში, ამიტომაც ლევან კობიაშვილმა სპეციალური ლაივი ჩაწერა და აღნიშნა, რომ

ვინაიდან თავად ერთი თვის განმავლობაში იტალიაში მიემგზავრება, სადაც ქართულ რესტორანს ხსნის, შოუში მონაწილეობას ვერ მოახერხებდა, ამიტომაც გახდა საჭირო მისი ჩანაცვლება. „მარილი არ მოაკლოთ არაფერს, იცოდეთ, დოზირებულად, არც მეტი, არც ნაკლები“ – აღნიშნა ლაივის ბოლოს ლევანმა. ის დასძენს, რომ 10 ოქტომბრიდან შოუს თავადაც შეუერთდება.

წყარო:daqali.club

Share.