”მესამეული გადაცემა დაფიქსირდა, ეს უკვე ქვეყნის შიდა გავრცელებას ნიშნავს” – ამირან გამყრელიძე განცხადებას ავრცელებს

0

საქართველოში კორონავირუსის გადაცემის მესამეული ფაქტი დფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი შემთხვევები უკავშირდება იტალიას, პაციენტების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

loading...

„ეს 5 შემთხვევა უკავშირდება იტალიას. 30 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში გახლავთ ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთ შემთხვევაში ესპანეთში მოგზაურობის ისტორია. დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად, ყველა უკავშირდება იტალიას. აქედან 12 მოგზაურობას იტალიაში, 10 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს, ხოლო უკვე გვაქვს, შემიძლია უკვე ვთქვა, რომ გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მესამეული და მეოთხეული გადაცემის შემთხვევაში საუბარი უკვე ქვეყნის შიდა გადაცემაზეა.

აქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

loading...
Share.