“მეუბნებიან ჩამოდი სასწრაფოდ მესამე სართულზეო, ამის დანახვის შემდეგ ცხარე ცრემლით ვტირი…” – ეკა ხოფერია ძალიან ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

0

ცნობილი ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ის პირად, ოჯახურ თუ საქმიან ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს და მათგან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს. სულ ცოტა ხნის წინ ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა და მისი ცხოვრების წესიც შეიცვალა.

სწორედ თანამშრომლების მიერ მოწყობილი სიურპრიზის ვიდეო გააზიარა მან საკუთარ „ინსტაგრამსთორიში“. როგორც აღმოჩნდა, ეკა ხოფერიას დაბადების დღე წინასწარ მიულოცეს და საჩუქარიც აჩუქეს: „ჩემი დაბადებს დღე, მართალია, 9 ივლისაა, მაგრამ დღეს ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, სასწრაფოდ ჩამოდი მესამე სართულზე, ფინანსური საკითხი უნდა განვიხილოთო. ჩამოვედი და, აი, ეს სიურპრიზი დამხვდა“ – ამბობს ეკა.

Share.