”მე ვივაჟკაცე, მივხვდი რომ ეს ადამიანი ჩემთვის რიგითი არ იყო…” – თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი შერიგდნენ. ნახეთ რას ყვება მომღერალი

0

თამრიკო ჭოხონელიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ცნობილ მეუღლს რამდენიმე წლის განმავლობაში დაშორდა თამრიკო ჭოხონელიძის და გია როინიშვილის განშორებამ წლების წინ მთელი საქართველო აალაპარაკა, თუმცა დიდი ხნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წყვილი შერიგდა, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ, არც გია როინიშვილს უსაუბრია და არც თავად თამრიკო ჭოხონელიძეს.

„ჩვენ სხვადასხვა გზით წავედით. პირველ რიგში მე ვივაჟკაცე, მივხვდი ეს ადამიანი ჩემთვის რიგითი არ არის. ნელ-ნელა დავუბრუნდით ერთმანეთს. მინდა ის ხალხი გავაწბილო, ვინც სისულელეებს წერს. ასე, როგორ უნდა დაპატარავდე? ასე იოლია დანგრევა და აღდგენა? ჩემო ძვირფასებო, მე და გია ბევრად ადრე დავუბრუნდით ერთმანეთს. ამჯერად პოლიტიკურად ერთ აზრზე ვდგავართ. სხვადასხვა გზაზე რომ ვიდექით, მაშინ დავუბრუნდით ერთმანეთს”, – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.
წყარო: bednierebis.club

Share.