“მე რომ მიყვარხართ…”- რას წერდა შაქარაშვილი მეგობრებს

0

გიორგი შაქარაშვილის ერთ-ერთი მეგობარი და მცხეთაში ტრაგიკული წვეულების სტუმარი ლიზი ქსოვრელი სოციალურ ქსელში პირად მიმოწერას ავრცელებს.
როგორც მიმოწერით ირკვევა, საერთო ჩატში, გიორგი შაქარაშვილი და მათი რამდენიმე მეგობარია.
სადაც შაქარაშვილი მეგობრებს წერს: “მე რომ მიყვარხართ მაგდენს ვერც ხვდებით”.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

loading...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულიგანზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.
წყარო:pianews.site

loading...
Share.