”მზად ვარ ჩემი ორგანოებით გადავარჩინო ადამიანები…” – პატარა ანიტას დედა ორგანოების ცოცხალი დონორი გახდა

0

საზოგადოებას დღემდე ახსოვს ანიტა ფაცაცია – გოგონა, რომელსაც გულის პრობლემა აწუხებდა და რომლის დასახმარებლად მთელი საქართველო გაერთიანდა, ინდოეთში მკურნალობისას გარდაიცვალა.

loading...

ცოტა ხნის წინ, “იმედის დილამ” ანიტას დედის ინტერვიუ დაანონსა. როგორც ირკვევა, მარიკო სადრაძემ გადაწყვიტა ორგანოების ცოცხალი დონორი გახდეს. ამის შესახებ ის დეტალურად იმედის დილის გადაცემაში ისაუბრებს.

“პატარა ანიტა ხომ ყველას გვახსოვს? მისმა დედამ, მარიკო სადრაძემ გადაწყვიტა ორგანოების ცოცხალი დონორი გახდეს. ანუ ის თანახმაა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოები დაუთმოს მას, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იცოდით, რომ ერთ დონორს 10 ადამიანის გადარჩენა შეუძლია? დონაციაზე კეთილშობილური საქმე ძალიან ცოტა თუ მოიძებნება. თუ დაინტერესდით, არ გამოტოვოთ ხვალინდელი იმედის დილა. თამთა ღონღაძე ძალიან საინტერესო სიუჟეტს ამზადებს.”- ნათქვამია გადაცემა “იმედის დილის” ანონსში. წყარო:epicentri.club

loading...
Share.