“მთელი სოფელი გლოვობს პატარა ანგელოზის გარდაცვალებას..” – ნახეთ რა გახდა რეალურად 3 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიაში სამუშიების ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი სოფელი შეძრა.
„მთელი სოფელი ვგლოვობთ პატარა ნიკოლოზს. გამორჩეული ოჯახია, სოფლის ცენტრში ცხოვრობენ. როგორც ვიცით ბავშვს სიცხეები ჰქონდა, მაგრამ საგანგაშო არაფერი. მერე სუნთქვის უკმარისობა დაერთო ამ ყველაფერს.სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გუშინ ზუგდიდში საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ გულმა უმტყუნა პატარას. დაცემის ან ჩამოვარდნის ფაქტს გამოვრიცხავთ“,- აცხადებენ

მეზობლები.სამუშიებს კიდევ ერთი, უმცროსი შვილი ჰყავთ.
სამ წლამდე ბავშვის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო.

წყარო:geoambebi.com

Share.